შოკისმომგვრელი ტექსტი
ამ გაკვეთილში ჩვენ დავხატავთ შოკისმომგვრელ ტექსტს.
შექმენით ახალი დოკუმენტი ზომებით 400x400 px გამჭვირვალე ფონით(transparent). ჩვენს ერთადერთ ლეიერს სახელი შეუცვალეთ მაგალითად "background"-ით.
გავაფერადოთ ლეიერი "background" შავი ფერით ( Edit > Fill).
აირჩიეთ ინსტრუმენტი ტექსტი: და დაწერეთ რამე სიტყვა თეთრი ფერით და სქელი შრიფტით.
ამ გაკვეთილისთვის გამოიყენებოდა შრიფტი Impact ზომით 80

გააკეთეთ ტექსტის რესტერირება (Layer > Rasterize > Text). ამ ლეიერს დაარქვით მაგალითად "Text".
შემდეგ დააკოპირეთ ეს ლეიერი და ახალს დაარქვით "Text 2" და დამალეთ, დააჭირეთ მის გვერდით თვალს 
მონიშნეთ "Text" ლეიერების პალიტრაში და შეაერთეთ ხილული ლეიერები (Layer > Merge Visible).
შემოაბრუნეთ სურათი 90 გრადუსით საათის ისრის მიმართულებით (Edit > Transform > 90 degrees CW)
გამოიყენეთ ფილტრი "Wind" (Filter > Stylize > Wind)
Method - “Wind”
Direction - “From the Right”
გაიმეორეთ იგივე ფილტრი - დააჭირეთ Ctrl+F
ახლა კიდევ გაიმეორეთ ეს ფილტრი, მხოლოდ მონიშნეთ "From the left". კიდევ გაიმეორეთ იგივე ფილტრი (Ctrl+F ).

უკან შემოაბრუნეთ სურათი საათის ისრის საწინააღმდეგოდ (Edit > Transform > 90 degrees CCW). ისევ იგივე ფილტრი გამოვიყენოთ ერთხელ თითოეული მხარისთვის.

Filter > Stylize > Wind ერთხელ მარცხნივ, მეორედ - მარჯვნივ.

ახლა გამოვიყენოთ შემდეგი ფილტრი: Filter > Distort > Ripple, რათა დავუმატოთ ტალღისებური ეფექტი.
გახსენით ფანჯარა Hue/Saturation (Ctrl + U), მონიშნეთ Colorize და შეარჩიეთ ფერი.

ბოლო შტრიხები:
გამოაჩინეთ ლეიერი "Text 2" და მონიშნეთ ანუ გაააქტიურეთ.
ახლა მონიშნეთ ტექსტი, დააჭირეთ ctrl-ს და შემდეგ ლეიერის კვადრატულ გამოსახულებას.
შემდეგ გადადით: Select > Modify > Contract, დააყენეთ 2 px. ახლა კი შევავსოთ (Edit > Fill) გამოყოფილი ადგილი შავი ფერით.

ვაგრძელებთ:
გააერთიანეთ ყველა ხილული ლეიერი (Layer > Merge Visible).
არსებული ლეიერი დააკოპირეთ 2-ჯერ, ახლა პალიტრაში 3 ლეიერი გვაქვს.
შუას "normal" შეცვალეთ "screen"-ით.
ზედასი კი - "overlay"-ით.
ესეც საბოლოო შედეგი:

კატეგორია: photoshop
ნანახია 91-ჯერ
წყარო: n-sane.net
|