|
|
სოკრატე და სამმაგი ფილტრი— სოკრატე, იცი შენს ერთერთ მოსწავლეზე რა გავიგე? — მოიცადე, სანამ ამას მეტყვი, პატარა გამოცდა უნდა ჩავატარო, რომელსაც ჰქვია "გამოცდა სამმაგი ფილტრით". — სამმაგი ფილტრით? — დიახ, — გააგრძელა სოკრატემ. — სანამ რამეს მეტყოდე ჩემს მოსწავლეზე, ცუდი არ იქნებოდა, თუ ცოტას დაფიქრდებოდი და გაფილტრავდი იმას, რისი თქმაც გსურს ჩემთვის. პირველი ფილტრი — სიმართლეზე. აბსოლუტურად დარწმუნებული ხარ, რომ რაც უნდა მითხრა სიმართლეს შეესაბამება? — არა, სოკრატე, ამის შესახებ ერთი ნაცნობისგან შევიტყვე და გადავწყვიტე... — ე.ი. — თქვა სოკრატემ, — შენ ზუსტად არ იცი სიმართლეა ეს თუ არა. მაშინ მოდი გამოვიყენოთ მეორე ფილტრი — სასიამოვნო. რასაც აპირებ რომ ჩემს მოსწავლეზე მითხრა, — ეს რამე სასიამოვნო ამბავია? — არა, პირიქით... — ე.ი. — ამბობს სოკრატე, — შენ რაღაც ცუდის თქმა გსურს ჩემს მოსწავლეზე და ზუსტად არ იცი სიმართლეა თუ არა. მაგრამ შენ კვლავ შეგიძლია გამოცდა გაიარო და მომიყვე ეს ამბავი, თუ ის გაივლის მესამე ფილტრს — სასარგებლო. მომიტანს თუ არა ის ამბავი, რაც უნდა მითხრა, სარგებელს? — ალბათ არა... — მაშასადამე, — დასკვნა გამოიტანა სოკრატემ, — თუ შენ აპირებ, რომ ჩემს მოწაფეზე მომიყვე რაღაც ტყუილი, უარყოფითი და უსარგებლო, მაშინ საერთოდ რა საჭიროა მისი მოყოლა? — დიახ, სოკრატე, როგორ ყოველთვის აბსულუტურად მართალი ხარ. ამის გამო სოკრატეს თვლიდნენ დიდ ფილოსოფოსად და პატივს ცემდნენ. თუმცა მან მაინც ვერ გაიგო, რომ მისი მოსწავლე, პლატონი, მისი ცოლის, ქსანთიპეს, საყვარელი იყო. ნანახია 312-ჯერ |
|
|
|
||